სამეგრელოში დამზადებული ხილი ჰოლანდიასა და ამერიკაში გაიყიდება

ევროპულ ბაზარზე სუბლიმირებულ ხილს კომპანია "გემუანი" გაიტანს, ამის შესახებ, "საქმის კურსში" კოპანიის ექსპორტის დირექტორმა პაატა მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროდუქცია ნიუ-იორკში და ამსტერდამში უახლოეს 10 დღეში გაიგზავნება.
პაატა მაჭავარიანის განმარტებით, ეს არის ინოვაციური პროდუქტი, რომელიც 100% ქართული ხილისგან შედგება.
კომპანის წარმომადგენლის თქმით, "გემუანი" თვის ბოლო ISO 22000 სერთიფიკატს მიიღებს.
როგორც პაატა მაჭავარიანმა გადაცემაში აღნიშნა, საქართველოში არ არის ლაბორატორია, რომელიც ვიტამინის ტესტებს აკეთებს, რის გამოც გერმანიაში, ჰოლანდიაში და ევროპის სხადასხვა ქვეყნებში უწევთ გაგზავნა, რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

წყარო: ipress.ge ; TV1