სუბლიმირებული შრობა

კომპანია “გემუანი” აღიარებს მუდმივი ინოვაციების აუცილებლობას, განვითარებას, ჯანსაღი ხილისა და ბოსტნეულის მზარდ მოთხოვნას. ამისთვის კომპანია “გემუან”-მა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, USAID- ის პროექტი REAP-ის ფინანსური მხარდაჭერით, ააშენა და გახსნა ულტრათანამედროვე ყინვის საშრობი.

ყინვით შრობა არის ყველაზე უსაფრთხო პროცესი, რომელიც ნედლ ხილსა და ბოსტნეულს აშორებს 97% ტენიანობას. ნედლეული ღრმად იყინება, შემდეგ თავსდება სპეციალურ საშრობში, სადაც ყინული სწრაფად გადადის აირისებრ მდგომარეობაში დაბალი წნევის ქვეშ.

კომპანიამ დაარსა GEMUANI CRISPS – ნატურალური, ყინვით გამშრალი საკვების ბრენდი, რომელიც მზადდება მხოლოდ ხილისგან, დანამატების, დამატკბობლებისა და კონსერვანტების გარეშე! ეს მსუბუქი, ხრაშუნა და გემრიელი ყინვით გამშრალი ხილი იდეალურია სუპერმარკეტებისთვის, საცალო მაღაზიებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვება.

 

GEMUANI CRISPS

  • 100% ნატურალური, ყინვით გამშრალი ხილი და ბოსტნეული.
  • დანამატების, კონსერვანტების, შაქრისა და დამატკბობლების გარეშე.
  • ინარჩუნებს ნედლ ხილში არსებულ 98% ვიტამინებისა და ნუტრიენტებს.
  • ჩვენ ვიყენებთ ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო ტექნოლოგიას, რომელიც ინარჩუნებს ნედლი ხილის და ბოსტნეულის ნუტრიენტებს, ვიტამინებს, არომატს, გემოს, ფერსა და ფორმას.
  • დაფასოებულია მაღალი ხარისხის პაკეტებში და ქილებში, რომელიც იცავს ტენიანობისგან, განათებისგან და უხანგძლივებს ვარგისიანობას.
  • იდეალური სნეკი ნებისმიერი საბაბისთვის.
  • ჩიფსებისა და სხვა ცხიმოვანი სნეკების ჯანსაღი ალტერნატივა.

სადაც არ უნდა წახვიდეთ – მოგზაურობაში, კემპინგში, ლაშქრობაში ან მონაწილეობთ სამეცნიერო ექსპედიციაში!

სადაც არ უნდა იყოთ – სკოლაში, სამსახურში, ფეხბურთის სტადიონზე ან სახლში!!

რასაც არ უნდა აკეთებდეთ – აცხობთ ტორტს, აკეთებთ ეგზოტიკურ კერძს ან უბრალოდ უყურებთ ფილმს!

GEMUANI CRISPS – უგემრიელესი და იდეალური ნებისმიერი შემთხვევისთვის!