კივის წინამორბედი არის ჩინური სინენსი (“ჩინური ხურტკმელი”), რომელიც აქტინიდიის სახეობაა და როგორც ყვველა აქტინიდია, წარმოადგენს ხისებრ ლიანას. დღევანდელი კივი ახალი ზელანდიელი მკვლევარების მიერ არის შერჩეული, რომელიც 19-ე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მცენარის სახელი კივი, მოდის ამავე სახელწოდების ჩიტისგან, რომელიც ახალი ზელანდიის სიმბოლოა.

შერჩეული კივის წონა 2-4-ჯერ აღემატება ველური კივის წონას. კივის შიგთავსი არის მწვანე ან ყვითელი (ოქროს კივი). არსებობს მოსაზრება, რომ კივი მსოფლიოში ამერიკელი სამხედროების მიერ გავრცელდა, ხოლო შემდგომ, ევროპაში გახდა პოპულარული. დღეისათვის კივი იზრდება არა მხოლოდ ახალ ზელანდიაში, არამედ მსოფლიოს მრავალ სუბტროპიკულ რეგიონში (საქართველო, კალიფორნია, ისრაელი, იტალია, ჩილე, კანადა, საფრანგეთი).

კივის ნაყოფი მწიფდება შემოდგომაზე. იგი შეიცავს   ცილებს, ცხიმებს, კომპლექსურ ნახშირწყლებს, უჯერ ცხიმოვან მჟავებს, დიეტურ ბოჭკოებს, ფერემენტებს და ორგანულ მჟავებს. ეს ხილი მდიდარია მრავალფეროვანი მინერალებით: რკინისმარილი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნეზიუმი, ფოსფორი, გოგირდი, ბორი, იოდი, ფტორი, სპილენძი და სხვა.

იგი ასევე შეიცავს ვიტამინებს (A, B1, B2, B6, B9, PP), მაგრამ ყველაზე დიდი კონცენტრაციით აქვს C ვიტამინი (75 მგ. ყოველ 100გ. პროდუქტში, რომელიც ორჯერ უფრო მეტია ვიდრე სხვა დანარჩენ ციტრუსოვან მცენარეებში).

კივი არამარტო გემრილი, არამედ სასარგებლოა. ყოველდღიურად მისი მიღება კარგია ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან ასაცილებლად და ეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

ვიხილის სასარგებლო თვისებებები

დიეტოლოგების თანახმად კივი ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. ის შეიცავს C ვიტამინის ორ დღიურ ნორმას და ხელს უწყობს ორგანიზმის სასიცოცხლო აქტივობას:

  • ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის წინააღმდეგ;
  • ააქტიურებს ორგანიზმის დაცვის ფუნქციებს;
  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • არეგულირებს მეტაბოლიზმს;
  • არიდებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ათეროსკლეროზს, თრომბოზ;
  • ეხმარება კონსტიპაციის მოშორებაში (საკმარისია ერთი კივის ჭამა დილით უზმოზე);
  • ათავისუფლებს ორგანიზმს მარილის ნარჩენებისგან და ნიტრატებისგან;
  • ხსნის კუჭის სიმძიმეს, გულძმარვას, ბოყინს;
  • ხელს უწყობს წონის დაკლებას;
  • აჩქარებს უჯრედების აღდგენას; კივი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც საჭიროა ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
  • აფერხებს გაჭაღარავებას და გამოყოფს ბუნებრივ კოლაგენს;
  • კივის მასკას სახის კანი მოყავს ტონუსში, ატენიანებს და ამცირებს ნაოჭებს.

 

დადგინდა, რომ კივი შეიძლება იყოს იმ პროდუქტებს შორის, რომლებიც ამცირებენ ონკოლოგიურ და კარდიოვასკულურ დაავადებების რისკს (მომატებული სისხლის წნევა, კორონარული უკმარისობა და ა.შ.).

კივის წინამორბედი - ,,ჩინური ხურტკმელი”, აქტინიდია, უძველესი დროიდან გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში:

  • რევმატული დაავადებების ასარიდებლად;
  • მონელების გამოსასწორებლად;
  • თირკმლის კალკულაციის ფორმირების ასარიდებლად;
  • ნერვული სისტემის დასამშვიდებლად;
  • გაჭაღარავების ასარიდებლად.

როგორც აღვნიშნეთ, კივი აძლიერებს ფიზიკურ გამძლეობას, ამიტომ ის ჩართულია სპორტსმენის მენიუში.

 

კივის გამოყენების უკუჩვენებები

არსებობს მხოლოდ რამდენიმე მცირე უკუჩვენება:

კივის წვენი და ნაყოფი არა არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, ინტოლერანტობა, გასტრიტი და წყლული.

ბევრი კივის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

კივი არ არის რეკომენდირებული მოწამვლისა და ფაღარათის დროს. მას აქვს კუჭის გამხსნელი ეფექტი, რომელმაც შეიძლება მდგომარეობა გაამწვავოს.

 

კივის შენახვის მეთოდები

უგემრიელესი კივი მიირთმევა ცოცხლად ან გამოიყენება სხვადასხვა კერძში. გრძელვადიანი შენახვისთვის, ისინი სუბლიმირდება და ინახება. კივისგან კეთდება ტკბილი და გემრიელი მურაბა, კონსერვატი, მარმელადი, ჟელე, სიროფი და დაშაქრული ხილი. ნაყოფის წვენს აქვს სამკურნალო თვისებები. კივი ასევე გამოიყენება ალკოჰოლური სასმელის წარმოებაში, კერძოდ ღვინისა და ლიქიორის გასაკეთებლად.