Kiwi Harvest

ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში კივი მზად არის დასაკრეფად და სხვა შემოდგომის ხილისგან განსხვავებით, ის უფრო ხანგრძლივად ინახება. მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს მოსავლის აღების დრო, რადგან ნაადრევად დაკრეფილი კივი ვერ იძენს დაუვიწყარ გემოსა და არომატს, სწრაფად პატარავდება, კარგავს ესთეტიურობას, ხოლო გვიან დაკრეფილ კივის აქვს მდიდარი გემო და ამავდროულად ხანმოკლე ვარგისიანობის ვადა.

მოსავლის აღების დროის დასადგენად არსებობს მრამდენიმე ხერხი: ნაყოფი ადვილად წყდება ბუჩქს, ნაყოფის ფერი და ადვილად ცვენადი ბუსუსები. ასევე, არსებობს პროფესიონალური ხერხი ნაყოფის სიმწიფის გასაგებად - რეფრაქტომეტრული მოწყობილობის გამოყენებით. მოწყობილობა განსაზღვრავს შაქრის რაოდენობას ნაყოფის წვენში და როდესაც ხსნადი შაქრის ნიშნული აღწევს 7-ს, კივი მზად არის დასაკრეფად.

კრეფის დროის სწორად დადგენის გარდა, ასევე საჭიროა ვიცოდეთ მოსავლის აღების სწორი ხერხი. აქ მნიშვნელოვანია ნაყოფი მექანიკურად არ დაგვიზიანდეს და თავიდან ავირიდოთ მისი დაბინძურება. ასევე, პლანტაციაში მუშაობის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საერთო ჰიგიენასა და უსაფრთხოებას. მომუშავე პერსონალს ხელები უნდა ჰქონდეს სუფთა და დეზინფექცირებული, სუფთა თმა ქუდის ქვეშ, სუფთა უნიფორმა და ფეხსაცმელები. ასევე, ტრანსპორტირების დროს კივი ინახებოდეს სუფთა კონტეინერებში . ყველა ეს ნორმა, მინიმუმამდე ამცირებს ხილის დაბინძურების რისკს.