Wherever you go – traveling, camping, hiking or participating in scientific expedition
Wherever you are – at school, at work, at football stadium or at home
Whatever you do – baking a cake; making an exotic dish, or watching a movie…  
GEMUANI – A DELICIOUS TREAT – PERFECT FOR ANY OCCASION!

კომპანია "გემუანი"

გემუანის პლანტაციები მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედსა და შავ ზღვას შორის. იგი დაარსდა 2011 წელს და მის მფლობელობაშია 111 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, ასევ გაშენებულია კივის ბაღები, ჩაისა და თხილის პლანტაციები.

კომპანია "გემუანი": გემუანის პლანტაციები განთავსებუალია დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედსა და შავ ზღვას შორის. იგი დაარსდა 2011 წელს და მის მფლობელობაშია 111 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც გაშენებულია ჩაისა და თხილის პლანტაციები, კივის ბაღები და ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო.

გემუანი, როგორც ხარისხზე ორიენტირებული, ვიტამინებით სავსე და მაღალი კლასის პროდუქტის მწარმოებელი კომპანია, აღიარებულია ინოვატორად სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და გადამუშავებაში.

კომპანიის მიზანია ჯანსაღი საკვების წარმოება, რითიც ინარჩუნებს სურსათის უვნებლობისათვის აღიარებულ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.

ბიოაქტიურად მდიდარი გარემო

გეოლოგიური კუთხით, კავკასიონის მთები შედარებით ახალგაზრდა და ხელუხლებელია. სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ ადგილი მდიდარი და ბიოაქტიურად მრავალფეროვანია. სწორედ ამიტომ, გემუანის პლანტაციებში მოყვანილი მოსავალი გამოირჩევა ვიტამინების სიუხვითა და განსაკუთრებული არომატით.

სოფლის მეურნეობის მყარი საფუძველი

კომპანიამ წარმოება კივის მაღალტექნოლოგიური პლანტაციის გაშენებით დაიწყო. აქ მოყვანილი კივი ლაბორატორიულად არის შემოწმებული და რეგიონში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი უტკბილესი და ფერადოვანი. ვინაიდან, გემუანი გარემოცულია სამხრეთ კავკასიონის ულამაზესი ბუნებით, ეს ადგილი მალევე იქცა ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ლოკაციად.

ფოკუსი ჯანმრთელობაზე და ხარისხზე

გემუანი ამაყობს იმით, რომ მოყავს საუკეთესო გემოს მქონდე, გამორჩეულად მწვანე და განსაკუთრებული სიტკბოს მქონე კივი. ჰიგიენურად სუფთა და დაცული პირობების გამო, გემუანის მირ მოყვანილი კივი არ შეიცავს ნიტრატებსა და პესტიციდებს.
"ჩვენ გვესმის, რომ თანამშრომლების გადამზადება და მათ მიერ დაცული სტანდარტები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი პროდუქციის ხარისხზე.” “ “ჩვენ ჩავდეთ დიდი რესურსი და დრო, რათა შეგვექმნა სამუშაო გარემო, რომელიც აკმაყოფილებს საუკეთესოდ აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ვიცით, რომ განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტების შენარჩუნებით, შევქმნით უკონკურენტო პროდუქტს.” - განაცხადა გემუანის დირექტორმა ნონა თორდიამ.

მუდმივი ინოვაცია

ვინაიდან გაჩნდა მოთხოვნა მუდმივ ინოვაციაზე, გაფართოებაზე, ჯანსაღ საკვებსა და ბოსტნეულზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-REAP-ის ფინანსური მხარდაჭერით, გემუანმა გახსნა ყინვით გამოშრობის ქარხანა.

გაყინვით შრობა არის პროცესი რომელიც გულისხმობს, სუბლიმაციის მეთოდით ხილიდან 97% წყლის გამოტანას. ცოცხალი ხილი რამდენიმე საათიან გაყინვის შემდეგ, თავსდება ყინვა-შრობის დანადგარში, სადაც დაბალი წნევის ქვეშ (თერმული დამუშავების გარეშე) ხდება პროდუქტიდან წყლის გამოცლა. წყალი გადადის მყარი მდგომარეობიდან აირადში, თხევადი ფაზის გავლის გარეშე.

კომპანიამ დაიწყო GEMUANI CRISP-ის წარმოება, რომელიც მზადდება საკუთარი და სხვა რეგიონებიდან მიღებული ხილით. იგი დამზადებულია, ნატურალური, გაყინვით გამომშრალი მთელი ხილისგან, რომელიც არ შეიცავს დანამატებს, დამატკბობლებსა და კონსერვანტებს. ეს მსუბუქი, ხრაშუნა და გემრიელი ხილი განკუთვნილია სუპერმარკეტებისთვის, მაღაზიებისთვისა და იმ სხვა დისტრიბუტორებისთვის, რომლებიც ემსახურებიან ჯანსაღი ცხოვრების წესს.

დღეს, USAID- ის REAP- ის მხარდაჭერით, კომპანიამ მიიღო GLOBALG.A.P- ს სერტიფიკატი და დაადგინა საქართველოში მეურნეობის საქმიანობის სტანდარტი.

კომპანიას აქვს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) აღიარება, ხოლო USAID- ის REAP- ის მხარდაჭერით, მიღებული აქვს GLOBALG.A.P- ს სერტიფიკატი. გარდა ამისა, 2018 წელს, TÜV HELLAS (TÜV NORD) ს.ს. პროცედურების შესაბამისად, კომპანამ მიიღო სერტიფიცირება, იმისთვის, რომ შპს “გემუანი” იყენებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას ISO 22000: 2005, ხილისა და ბოსტნეულის გაყინვისა და გაყინვით შრობისთვის.